Wednesday, November 27, 2019

საწრეოს მუშაობის მე-14 შეხვედრა

2019 წლის 27 ნოემბერს ჩატარდა წრის მეცადინეობის მე-14 შეკრება.
თემა : შ.ბადრიძის ,,მეფე მწიგნობარი".
გონებრივი იერიშის მათოდით გამოვიკითხე თუ რა იცოდნენ მოსწავლეებმა საქართველოს წარსულზე, მის მეფეებზე,მათ დაასახელეს რამდენიმე მეფე,ერთერთ დაასახელეს დავით აღმაშენებელი.
მოსწავლეებს მივაწოდე მოკლე ინფორმაცია დავით აღმაშენებელზე, თამარ მეფეზე და ერეკლე მეფეზე. ვაჩვენე დავით აღმაშენებელის სურათი,ერთობლივად წავიკითხეთ  შ.ბადრიძის,, მეფე მწიგნობარი".ისინი ინტერესით ჩაერთვენ მუშაობაში .ამომწურავი პასუხები გასცეს კითხვებს.ვიმუშავეთ ლექსიკურ ერთეულებზე.

მწიგნობარი----წიგნის მოყვარული
ფილოსოფია---მეცნიერების დარგი
ბიბლიოთეკა---წიგნსაცავი





Tuesday, November 26, 2019

საწრეო მეცადინეობის მე-13 შეხვედრა




        2019 წლის 26 ნოემბერს შედგა წრის მეცადინეობის მე-13 შეხვედრა.
თემა იყო მურმან ლებანიძის ლექსი   “ლიხს იქით და ლიხს აქეთ საქართველო გიყვარდეთ“ (ნაწყვეტი).
წავიკითხეთ ლექსი კითხვის სხვადასხვა სტრატეგიების გამოყენებით ( ერთობლივი კითხვა, სტროფებად კითხვა), ვიმუშავეთ ლექსიკურ ერთეულებზე:
შეგონება-დარიგება
ლიხი-მთის სახელწოდება
ახალი ლექსიკური ერთეულების გამოყენებით შევადგინეთ წინადადებები. კითხვა-პასუხით გავარკვიეთ რა დარიგებას  გვაძლევს  პოეტი საქართველოს მიმართ.
მუშაობის შედეგად განუმტკიცდათ ბავშვებს ლექსის ხმამაღლა წაკითხვის უნარი.



Friday, November 22, 2019

საწრეოს მე-12 შეხვედრა

  2019 წლის 22 ნოემბერს  შედგა წრის მეცადინეობის მე-12 შეხვედრა .
  თემა: საქართველო და მისი ნაწილები,გერბი, ჰიმნი,.
         მოსწავლეებს გავაცანი საქართველოს სიმბოლოები, გერბი, დროშა, მოვასმენინე საქართველოს ჰიმნი,ვაჩვენე საქართველოს რუკა და დროშა ,წავიკითხეთ ჰიმნი და შევასრულეთ სიმღერით. მოსწავლეებმა ხალისით აწყვეს საქართველოს ნაწილები ,საქართველოს დროშა,წავიკითხეთ დუტუ მეგრელის ლექსი ,,საქართველო"


Wednesday, November 20, 2019

საწრეო მუშაობის მე-11 შეკრება

     2019წლის 20 ნოემბერს შედგა წრის მეცადინეობის მე-11 შეხვედრა . თემა იყო შარლ პეროს ლიტერატურული ზღაპარი ,,წითელქუდა".წავიკითხეთ ზღაპარი, გამოვიყენეთ როლური კითხვის მეთოდი გავანაწილეთ როლები მოსწავლეები ხალისით ჩაერთენ კითხვის პროცესში.მუშაობის შედეგად განუმტკიცდა ბავშვებს სხვადასხვა უნარები,მათ გამოხატეს საკუთარი დამოკიდებულებები და ემოციები რაც აადვილებს სწავლების პროცესს და მასალის ათვისებას ვიმუშავეთ ლექსიკურ ერთეულებზე დავხატეთ პერსონაჟები და ვნახეთ მულტფილმი წითელქუდა.







Friday, November 15, 2019

წრის მე-10 მეცადინეობა

            2019 წრის 15 ნოემბრერს შედგა წრის მეცადინეობის მე-10 შეხვედრა. თემა იყო ვაჟა -ფშაველას ,,ჩხიკვთა ქორწილი". წავიკითხეთ ტექსტი , ჯგუფური მუშაობისათვის გამოვიყენე ჯიქსოუს მეთოდი. მცირე დროში  დიდი რაოდენობით ტექსტი  დავამუშავეთ.ზღაპარი დავყავით მონაკვეთებად თითეოულ ჯგუფს მივეცით თითო მონაკვეთი,პრეზენტატორებმა მოკლედ გაუზიარეს სხვა ჯგუფებს ინფორმაცია. ამ მეთოდით მოსწავლეებს განუვითარდათ მოსმენის ,თანამშრომლობის და ინფორმაციის გაზიარების უნარი.





                                                                               

Tuesday, November 12, 2019

წრის მე-9 მეცადინეობა

         2019 წლის 12 ნოემბერს შედაგა წრის მეცადინოების მეცხრე შეკრება. თემა იყო ხალხური ზღაპარი ,,გვრიტი" ბავშვებმა ყურადღებით მოისმინეს მინი ლექცია ზღაპრის წარმოშობაზე. გაიგეს თუ რას ნიშნავს ხალხური და ლიტერატურული ზღაპარი.
      წავიკითხეთ ხალხური ზღაპარი ,,გვრიტი" დიდ წიგნში ერთობლივი კითხვის მეთოდით. ვიმუშავეთ ლექსიკურ ერთეულებზე.
ამოსხა---ამოიყვანა
მოიოხა---იჯერა
მახათი---დიდი ნემსი
ფილთაქვა---მოგრძო ქვა
ჭყიპინი----ხმაური
ერდო---სახურავი
ნაღვერდალი----ნაცარი
მოსწავლეებმა დაახასიათეს პერსონაჟები.ამომწურავი პასუხები გასცეს კითხვებს.



Friday, November 8, 2019

წრის მე-8 მეცადინეობა

2019 წლის 28 ნოემბერს შედგა წრის მეცადინეობა.მეცადინეობაზე მოვაწყვეთ შემოდგომის კუთხე. მოსწავლეებმა ხალისით შეაგროვეს შემოდგომის ნობათი. საკლასო ოთახი მოვრთეთ ყვითელი ფოთლებით. გავიმეორეთ წინა მეცადინეობებზე შესწავლილი ლექსები, მოთხრობები. შემოდგომის კუთხე დახუნძლული იყო სხვადასხვა ხილით : თხილი, კაკალი , ვაშლი, მსხალი, ყურძენი , ბროწეული, კომში, კარალიოკი, ხურმა, სიმინდი , ლობიო, გოგრა, წაბლი. გავაკეთეთ თივის ზვინი, მოვადუღეთ ფელამუში და ამოვავლეთ ჩურჩხელები.მეცადინეობა ძალიან საინტერესო და ხალისიანი გამოდგა.



Tuesday, November 5, 2019

წრის მეცადინეობის მე-7 შეხვედრა

5.11.2019 წ


 2019 წლის 5 ნოემბერს შედგა წრის მეცადინეობის მე-7 შეკრება. თემა იყო გ.ტაბიძის "შემოდგომის ფრაგმენტებიდან"
 წავიკითხეთ ლექსი კითხვის სხვადასხვა სტრატეგიების გამოყენებით ( ერთობლივი კითხვა, სტროფებად,გამოკრებით),.
ვიმუშავეთ ლექსიკურ ერთეულებზე.

თაღი-რკალისებრი გადახურვა
ლაღი-თავისუფალი
ფრაგმენტი- ნაწყვეტი
შემოდგომის ფრაგმენტი- შემოდგომის ერთი მონაკვეთი

  მუშაობის შედეგად განუმტკიცდათ ბავშვებს ლექსის ხმამაღლა სტროფებად წაკითხვის უნარი,კითხვა -პასუხით გავარკვიეთ შემოდგომის რომელი ფრაგმენტია ლექსში აღწერილი. განვმარტეთ რას ნიშნავს ყვავილების თაღი. ლექსის მიხედვით დავხატეთ შემოდგომის სურათი.

Friday, October 25, 2019

წრის მეცადინოობის მე-5 შეკრება

25 ოქტომბერს შედგა წრის მეცადინოობის მე-5 შეკრება.  თემა იყო მურმან ლებანიძის ლექსი,,ზამთრის პირი". წავიკითხე ლექსი ჩუმად, ხმამაღლა, სტროფებად, ამორჩევით, ვიმუშაბეთ ლექსიკურ ერთეულებზე:
მწუხრი
მეხრე
ზეგანი
ბურვაკი
ჩაბალახი
ყიჟინი
განვმარტეთ თითეოული სიტყვის მნიშვნელობა, შევადგინეთ მარტივი წინადადებები, კითხვა პასუხით გაიგეს მოსწავლეებმა წელიწადის რომელ დროზეა ლექსში საუბარი. ბუნების რა მოვლენებია აღწერილი, ადამიანის შრომა საქმიანობის რომელი სიტყვებია ლექსში გამოყენებული, მაცადინეობა ძალიან სახალისო იყო. ბავშვებმა მიბაძეს გოჭის ხმიანობას,ფრინველების ხმიანობას და წყლის ხმიანობას.

Friday, October 18, 2019

2019 წლის 18 ოქტომბერს შედგა წრის მეცადინეობის მე-4 შეკრება. თემა იყო რ.ინანაიშვილის ,,შემოდგომის დღე". წავიკითხეთ ტექსტი


 მონაკვეთებად, ვიმუშავედ ლექსიკურ ერთეულებზე,ლექსიკური ერთეულების გამოყენებით მოსწავლეებმა შეადგინეს მარტივი წინადადებები.ბავშვებში სიბრალულის გრძნობა გამოიწვია დაჭრილი შველის მდგომარეობამ. მოსწავლეებმა დახატეს დაჭრილი შველი.

Friday, October 11, 2019

წრის მესამე შეხვედრა

2019 წლის 11 ოქტომბერს ჩავატარეთ მესამე მეცადინეობა .   თემა იყო ვასო გულეურის    ,, ჩურჩხელები''. წავიკითხეთ ტექსტი ერთობლივი კითხვის მეთოდით, ვიმუშავეთ ლექსიკურ ერთეულებზე. სიტყვის პირამიდის გამოყენებით განვმარტეთ სიტყვა ,,ციცხვი'', დავახასიათეთ პერსონაჟები. მოტივაციის ამაღლების მიზნით ბავშვებს პრაქტიკულად ვაჩვენე ფელამუშის მოდუღებისა და ჩურჩხელების ამოვლების პროცესი. შეხვედრა ძალიან ხალისიანი და ნაყოფიერი აღმოჩნდა. ბავშვებს გარკვეული წარმოდგენა შეექმნათ ბარაქიან შემოდგომაზე.

Tuesday, October 8, 2019

წრის ,,წიგნია ჩვენი მოძღვარი'' მეორე სამუშაო შეხვედრა

4 ოქტომბერს შედგა წრის მეორე შეკრება , თემა იყო ი.გოგებაშვილის ,,შემოდგომა'. წავიკითხეთ ტექსტი ექოდ კითხვის მეთოდით.ვიმუშავეთ ლექსიკურ ერთეულებზე, დავხატთ შემოდგომის სურათები. კითხვა -პასუხით გარკვეული წარმოდგენა შეექმნათ შემოდგომაზე, შემოდგომის თვეების ძველ სახელწოდებებზე. შეხვედრა ხალისიანი და ნაყოფიერი იყო.მოსწავლეებს განუმტკიცდათ ხმამაღლა გუნდად(ქოროშად) ტექსტის მონაკვეთების წაკითხვის უნარი.

Tuesday, October 1, 2019

წრის ,,წიგნია ჩვენი მოძღვარი'' შეკრება

2019 წლის 27 სექტემბერს პირველად შეიკრიბნენ ,,წიგნია ჩვენი მოძღვარი'' წრის წევრები. მათ გავაცანი საწრეო მუშაობის მიზნები და ამოცანები,  აგრეთვე ის , რომ წრის მუშაობა ჩატარდება 2019-2020 სასწავლო წლის I სემესტრში, კვირში ერთხელ ,ერთი საათი, ასევე მოსწავლეებს გავაცანი სამუშაო პროგრამა და იმ საკითხთა ჩამონათვალი, რომელზედაც გვექნება მუშაობა I სემესტრის მანძილზე