2019 წლის 28 ნოემბერს შედგა წრის მეცადინეობა.მეცადინეობაზე მოვაწყვეთ შემოდგომის კუთხე. მოსწავლეებმა ხალისით შეაგროვეს შემოდგომის ნობათი. საკლასო ოთახი მოვრთეთ ყვითელი ფოთლებით. გავიმეორეთ წინა მეცადინეობებზე შესწავლილი ლექსები, მოთხრობები. შემოდგომის კუთხე დახუნძლული იყო სხვადასხვა ხილით : თხილი, კაკალი , ვაშლი, მსხალი, ყურძენი , ბროწეული, კომში, კარალიოკი, ხურმა, სიმინდი , ლობიო, გოგრა, წაბლი. გავაკეთეთ თივის ზვინი, მოვადუღეთ ფელამუში და ამოვავლეთ ჩურჩხელები.მეცადინეობა ძალიან საინტერესო და ხალისიანი გამოდგა.
No comments:
Post a Comment