2019 წლის 11 ოქტომბერს ჩავატარეთ მესამე მეცადინეობა . თემა იყო ვასო გულეურის ,, ჩურჩხელები''. წავიკითხეთ ტექსტი ერთობლივი კითხვის მეთოდით, ვიმუშავეთ ლექსიკურ ერთეულებზე. სიტყვის პირამიდის გამოყენებით განვმარტეთ სიტყვა ,,ციცხვი'', დავახასიათეთ პერსონაჟები. მოტივაციის ამაღლების მიზნით ბავშვებს პრაქტიკულად ვაჩვენე ფელამუშის მოდუღებისა და ჩურჩხელების ამოვლების პროცესი. შეხვედრა ძალიან ხალისიანი და ნაყოფიერი აღმოჩნდა. ბავშვებს გარკვეული წარმოდგენა შეექმნათ ბარაქიან შემოდგომაზე.
No comments:
Post a Comment