Wednesday, November 27, 2019

საწრეოს მუშაობის მე-14 შეხვედრა

2019 წლის 27 ნოემბერს ჩატარდა წრის მეცადინეობის მე-14 შეკრება.
თემა : შ.ბადრიძის ,,მეფე მწიგნობარი".
გონებრივი იერიშის მათოდით გამოვიკითხე თუ რა იცოდნენ მოსწავლეებმა საქართველოს წარსულზე, მის მეფეებზე,მათ დაასახელეს რამდენიმე მეფე,ერთერთ დაასახელეს დავით აღმაშენებელი.
მოსწავლეებს მივაწოდე მოკლე ინფორმაცია დავით აღმაშენებელზე, თამარ მეფეზე და ერეკლე მეფეზე. ვაჩვენე დავით აღმაშენებელის სურათი,ერთობლივად წავიკითხეთ  შ.ბადრიძის,, მეფე მწიგნობარი".ისინი ინტერესით ჩაერთვენ მუშაობაში .ამომწურავი პასუხები გასცეს კითხვებს.ვიმუშავეთ ლექსიკურ ერთეულებზე.

მწიგნობარი----წიგნის მოყვარული
ფილოსოფია---მეცნიერების დარგი
ბიბლიოთეკა---წიგნსაცავი





Tuesday, November 26, 2019

საწრეო მეცადინეობის მე-13 შეხვედრა




        2019 წლის 26 ნოემბერს შედგა წრის მეცადინეობის მე-13 შეხვედრა.
თემა იყო მურმან ლებანიძის ლექსი   “ლიხს იქით და ლიხს აქეთ საქართველო გიყვარდეთ“ (ნაწყვეტი).
წავიკითხეთ ლექსი კითხვის სხვადასხვა სტრატეგიების გამოყენებით ( ერთობლივი კითხვა, სტროფებად კითხვა), ვიმუშავეთ ლექსიკურ ერთეულებზე:
შეგონება-დარიგება
ლიხი-მთის სახელწოდება
ახალი ლექსიკური ერთეულების გამოყენებით შევადგინეთ წინადადებები. კითხვა-პასუხით გავარკვიეთ რა დარიგებას  გვაძლევს  პოეტი საქართველოს მიმართ.
მუშაობის შედეგად განუმტკიცდათ ბავშვებს ლექსის ხმამაღლა წაკითხვის უნარი.



Friday, November 22, 2019

საწრეოს მე-12 შეხვედრა

  2019 წლის 22 ნოემბერს  შედგა წრის მეცადინეობის მე-12 შეხვედრა .
  თემა: საქართველო და მისი ნაწილები,გერბი, ჰიმნი,.
         მოსწავლეებს გავაცანი საქართველოს სიმბოლოები, გერბი, დროშა, მოვასმენინე საქართველოს ჰიმნი,ვაჩვენე საქართველოს რუკა და დროშა ,წავიკითხეთ ჰიმნი და შევასრულეთ სიმღერით. მოსწავლეებმა ხალისით აწყვეს საქართველოს ნაწილები ,საქართველოს დროშა,წავიკითხეთ დუტუ მეგრელის ლექსი ,,საქართველო"


Wednesday, November 20, 2019

საწრეო მუშაობის მე-11 შეკრება

     2019წლის 20 ნოემბერს შედგა წრის მეცადინეობის მე-11 შეხვედრა . თემა იყო შარლ პეროს ლიტერატურული ზღაპარი ,,წითელქუდა".წავიკითხეთ ზღაპარი, გამოვიყენეთ როლური კითხვის მეთოდი გავანაწილეთ როლები მოსწავლეები ხალისით ჩაერთენ კითხვის პროცესში.მუშაობის შედეგად განუმტკიცდა ბავშვებს სხვადასხვა უნარები,მათ გამოხატეს საკუთარი დამოკიდებულებები და ემოციები რაც აადვილებს სწავლების პროცესს და მასალის ათვისებას ვიმუშავეთ ლექსიკურ ერთეულებზე დავხატეთ პერსონაჟები და ვნახეთ მულტფილმი წითელქუდა.







Friday, November 15, 2019

წრის მე-10 მეცადინეობა

            2019 წრის 15 ნოემბრერს შედგა წრის მეცადინეობის მე-10 შეხვედრა. თემა იყო ვაჟა -ფშაველას ,,ჩხიკვთა ქორწილი". წავიკითხეთ ტექსტი , ჯგუფური მუშაობისათვის გამოვიყენე ჯიქსოუს მეთოდი. მცირე დროში  დიდი რაოდენობით ტექსტი  დავამუშავეთ.ზღაპარი დავყავით მონაკვეთებად თითეოულ ჯგუფს მივეცით თითო მონაკვეთი,პრეზენტატორებმა მოკლედ გაუზიარეს სხვა ჯგუფებს ინფორმაცია. ამ მეთოდით მოსწავლეებს განუვითარდათ მოსმენის ,თანამშრომლობის და ინფორმაციის გაზიარების უნარი.





                                                                               

Tuesday, November 12, 2019

წრის მე-9 მეცადინეობა

         2019 წლის 12 ნოემბერს შედაგა წრის მეცადინოების მეცხრე შეკრება. თემა იყო ხალხური ზღაპარი ,,გვრიტი" ბავშვებმა ყურადღებით მოისმინეს მინი ლექცია ზღაპრის წარმოშობაზე. გაიგეს თუ რას ნიშნავს ხალხური და ლიტერატურული ზღაპარი.
      წავიკითხეთ ხალხური ზღაპარი ,,გვრიტი" დიდ წიგნში ერთობლივი კითხვის მეთოდით. ვიმუშავეთ ლექსიკურ ერთეულებზე.
ამოსხა---ამოიყვანა
მოიოხა---იჯერა
მახათი---დიდი ნემსი
ფილთაქვა---მოგრძო ქვა
ჭყიპინი----ხმაური
ერდო---სახურავი
ნაღვერდალი----ნაცარი
მოსწავლეებმა დაახასიათეს პერსონაჟები.ამომწურავი პასუხები გასცეს კითხვებს.



Friday, November 8, 2019

წრის მე-8 მეცადინეობა

2019 წლის 28 ნოემბერს შედგა წრის მეცადინეობა.მეცადინეობაზე მოვაწყვეთ შემოდგომის კუთხე. მოსწავლეებმა ხალისით შეაგროვეს შემოდგომის ნობათი. საკლასო ოთახი მოვრთეთ ყვითელი ფოთლებით. გავიმეორეთ წინა მეცადინეობებზე შესწავლილი ლექსები, მოთხრობები. შემოდგომის კუთხე დახუნძლული იყო სხვადასხვა ხილით : თხილი, კაკალი , ვაშლი, მსხალი, ყურძენი , ბროწეული, კომში, კარალიოკი, ხურმა, სიმინდი , ლობიო, გოგრა, წაბლი. გავაკეთეთ თივის ზვინი, მოვადუღეთ ფელამუში და ამოვავლეთ ჩურჩხელები.მეცადინეობა ძალიან საინტერესო და ხალისიანი გამოდგა.



Tuesday, November 5, 2019

წრის მეცადინეობის მე-7 შეხვედრა

5.11.2019 წ


 2019 წლის 5 ნოემბერს შედგა წრის მეცადინეობის მე-7 შეკრება. თემა იყო გ.ტაბიძის "შემოდგომის ფრაგმენტებიდან"
 წავიკითხეთ ლექსი კითხვის სხვადასხვა სტრატეგიების გამოყენებით ( ერთობლივი კითხვა, სტროფებად,გამოკრებით),.
ვიმუშავეთ ლექსიკურ ერთეულებზე.

თაღი-რკალისებრი გადახურვა
ლაღი-თავისუფალი
ფრაგმენტი- ნაწყვეტი
შემოდგომის ფრაგმენტი- შემოდგომის ერთი მონაკვეთი

  მუშაობის შედეგად განუმტკიცდათ ბავშვებს ლექსის ხმამაღლა სტროფებად წაკითხვის უნარი,კითხვა -პასუხით გავარკვიეთ შემოდგომის რომელი ფრაგმენტია ლექსში აღწერილი. განვმარტეთ რას ნიშნავს ყვავილების თაღი. ლექსის მიხედვით დავხატეთ შემოდგომის სურათი.